გელა გნოლიძე & ღამის შოუს ბენდი | შენი ბრალია

TV IMEDI
TV IMEDI
გამოქვეყნებულია 2.07.2021

მუსიკა | თემურ რცხილაძე
ტექსტი | ირინა სანიკიძე
ვერსია | გელა გნოლიძე

ეწვიეთ ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ ვებ-გვერდს https://www.imedi.ge/ge/shows/45/gamis-shou-giorgi-gabuniastan-ertad
გადაცემის ოფიციალური Facebook გვერდი https://www.facebook.com/POSTVnightshow

#ღამისშოუსბენდი #შენიბრალია
© Teleimedi LLC 2021

სიმღერის ტექსტი:
მზესთან ერთად მე შენს სიზმრებს ამოვყვები
მითხარი და ცხრა მთას იქით გამოგყვები
ერთად ყოველდღე, ოღონდ მომენდე, მომენდე
შენ ხარ ჩემი სურვილი და ახირება
ხომ იცი რომ გული ნატვრით არ იღლება
მოდი დავემალოთ სხვებს, დავრჩეთ მარტო მე და შენ

სულ ერთია მზეა თუ ქარია, სადაც შენ ხარ გულს იქ უხარია
თუ მეფიქრები, თუ მიყვარხარ, თუ ვგიჟდები რა ჩემი ბრალია
შენზე ვმღერი რამდენი ხანია, სადაც შენ ხარ მეც იქ მიხარია
თუ მეფიქრები თუ მიყვარხარ , თუ ვგიჟდები ეს შენი ბრალია

მომინდა და ეს სიმღერა დაგიწერე
შენ უბრალოდ მისმინე და დამიჯერე
ოღონდ მომენდე, ჩემთან იყავი ყოველდღე
როგორ მინდა ამისრულო დაპირება
წამიყვანო ლაჟვარდოვან ნაპირებთან
მეტი რა ვინატრო სხვა , სიყვარული, მე შენ და ზღვა

სულ ერთია მზეა თუ ქარია, სადაც შენ ხარ გულს იქ უხარია
თუ მეფიქრები, თუ მიყვარხარ, თუ ვგიჟდები რა ჩემი ბრალია
შენზე ვმღერი რამდენი ხანია, სადაც შენ ხარ მეც იქ მიხარია
თუ მეფიქრები თუ მიყვარხარ , თუ ვგიჟდები ეს შენი ბრალია

Runtime 00:03:35

ტელეკომპანია იმედი, Imedi TV, TV Imedi, იმედი, აქიმედია,

კომენტარები: 140